„საქპატენტსა“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტსა“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებას (EUIPO) შორის ახალი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

როგორც „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტს ხელი „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ და EUIPO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან არშამბომ მოაწერეს.

„მემორანდუმი ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. კერძოდ, მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა შეეხება სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების სფეროს განვითარებას, ასევე, უფლებების აღსრულების, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ერთობლივი საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების განხორცილებას. მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების სამიზნე ჯგუფი იქნება საქპატენტის თანამშრომლები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მოსარგებლეები და მფლობელები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მცირე და საშუალო მეწარმეებს.

შეხვედრაზე მხარეებმა „საქპატენტისა“ და EUIPO-ს შორის თანამშრომლობაზე, ერთობლივ პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP) მიმდინარე ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების განხილვას. პროექტი ევროკავშირის მიერ ფინანსდება და საქპატენტისა და EUIPO-ს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.

მხარეებს შორის ახალი ურთიერთთანამშრომობის შესახებ მემორანდუმი 4 წლის ვადით გაფორმდა.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) ადმინისტრირებას უწევს ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებსა და რეგისტრირებულ დიზაინებს და ახორციელებს ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების რეგისტრაციას ერთი განაცხადის საშუალებით. ორგანიზაცია თანამშრომლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, უზიარებს მათ გამოცდილებას სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის რეგისტრაციის საკითხებში და მხარს უჭერს პრაქტიკის ჰარმონიზებას ევროკავშირსა და მსოფლიოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო