თამარ არჩუაძე - აეროპორტების თანამშრომელთა ვაქცინაცია მათი მუშაობის სპეფიციკიდან გამომდინარე უკიდურესად მნიშვნელოვანია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, აეროპორტების თანამშრომლებთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ონლაინ-შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას ონლაინ რეჟიმში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალური ოფისის, ასევე ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების თანამშრომლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს აეროპორტები არის ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭე. ამიტომ თანამშრომელთა ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინაციის როლს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში და ხაზი გაესვა, რომ იმუნიზაციაა ამ ეტაპზე, პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალებაა. აეროპორტებში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლებს, რომლებმაც მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნება გამოიჩინეს და სრულად ვაქცინირებულები არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა