„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის მხარდასაჭერად 70,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა

თბილისის „ილუზიების მუზეუმის“ განვითარებისთვის „ვითიბი“ ბანკმა 70,000-ლარიანი ფინანსური რესურსი გასცა, შედეგად, დღეს ის აქტიურად ფუნქციონირებს და ასობით ვიზიტორს იღებს.

ილუზიების მუზეუმი არის ცნობილი ვიზუალური ილუზიების ერთ ადგილას თავმოყრილი სივრცე რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ვიზიტორზე. კოლექცია 70-ზე მეტი ექსპონატისგან შედგება, რომლებიც მეცნიერების - ფიზიკისა და გეომეტრიის ცოდნაზეა დაფუძნებული.

ამასთან, პანდემიური მდგომარეობის გამო, მუზეუმის ზოგიერთი სივრცე სრულად მოერგო რეგულაციებს და თავსატეხებიდან ამოღებულია ისეთი საგნები, რომელიც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის.

მუზეუმის ადმინისტრაციის დირექტორის ლადო ჩალათაშვილის თქმით, პროექტის იდეა 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე გაჩნდა. მას და მის გუნდს ტურისტულ ბიზნესში სურდათ ინვესტიციის ჩადება, რისთვისაც თავდაპირველად, სასტუმროზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა მოგვიანებით, მუზეუმის საინტერესო პროექტი აღმოაჩინეს. საბოლოოდ, კი ხოვატიაში შეიძინეს ფრანშიზა.

„ახლა მუზეუმი ფუნქციონირებს, თუმცა მკაცრად არის დაცული რეგულაციები და ყველა ვიზიტორს კოვიდ უსაფრთხოების გათვალისწინებით შეუძლია ჩვენს სივრცეში სტუმრობა. რაც შეეხება განვითარების გეგმებს, შეიძლება, ფილიალი გავხსნათ აზერბაიჯანში ანუ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიდეთ. არის ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც ამგვარი პროექტის განხორციელება არის შესაძლებელი. ასევე, სამომავლოდ გვინდა, რომ მუზეუმების რამდენიმე სექცია გავაკეთოთ, რომელიც ასევე შემეცნებითი იქნება“, - განგვიმარტა მან.

„ვითიბი“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის არჩილ ჩაჩხიანის თქმით, „ვითიბი“, როგორც ქართული ბიზნესის ნომერ პირველი ქომაგი აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

„ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მუზეუმი ძალიან ინოვაციური პროექტი იყო, ქვეყანას ტურისტების მოზიდვაში დაეხმარებოდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და გადავწყვიტეთ, მისთვის მხარი დაგვეჭირა“, - განგვიმარტა მან.

არჩილ ჩაჩხიანის თქმით, „ვითიბი“ ბანკი მოხიბლულია მუზეუმის ახლანდელი სახით, სადაც მაღალტექნოლოგიური მიღწევებით შესაძლებელია უამრავი საინტერესო ისტორიული ფაქტის გაგება, ამოცანების ამოხსნა და უბრალოდ, თავისუფალ დროს გართობა.

როგორც არჩილ ჩაჩხიანი განმარტავს, „ვითიბი“ ბანკი ბიზნესს მხოლოდ ფინანსური რესურსებით არ უწევს დახმარებას. ბანკი ამჟამად ავითარებს ანგარიშის დისტანციურად გახსნის სერვისს, რაც როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს დამატებით კომფორტს შეუქმნის. ასევე, შეარჩია 10 კომპანია, რომელსაც ბიზნესის განვითარების ტრენინგს შვეიცარული საკონსულტაციო ორგანიზაცია ჩაუტარებს. „ვითიბი“ ბანკში განმარტავენ, რომ ამგვარ პროექტებს არ ექნება ერთჯერადი სახე და მასში მონაწილეობის მიღებას სხვა კომპანიებიც შეძლებენ.

„გვიხარია, რომ ქართული ბიზნესის განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს“, - აღნიშნა მან.

(R)

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო