ბადრი ჯაფარიძე - ფაილებში, რომელიც პროკურორმა გამაცნო, 19 ჩანაწერია - ეკლესია სადაც კი ნახსენებია ჩემს საუბარში, ეს არის ჩაწერილი, პროკურატურისგან მოვითხოვე, დაზარალებულად ცნობა

ეს იყო სპეციალური მიმართულებით მოსმენები, დაკავშირებული სამღვდელო პირებსა და ჩემს შორის ურთიერთობასთან, ეკლესია სადაც კი ნახსენებია ჩემს საუბარში, ეს არის ჩაწერილი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, ფარულ ჩანაწერებში მისი გვარი 19 ეპიზოდში ფიგურირებს და ცხრამეტივე საუბარი რეალურად არსებობდა.

მისივე თქმით, პროკურატურისგან დაზარალებულად ცნობას მოითხოვს იმიტომ, რომ „ეს არის საოცარი შეურაცხყოფა და ამავდროულად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, როდესაც იწერ საუბრებს სასულიერო პირებთან“.

,,პროკურორთან გასაუბრების შემდგომ უმძიმესი განწყობით გამოვედი. ფაილებში, რომელიც პროკურორმა გამაცნო 19 ჩანაწერია ჩემთან დაკავშირებით სასულიერო პირებთან, რომლებიც მესაუბრებოდნენ და მიგზავნიდნენ შეტყობინებებს. ასევე, არის საუბარი ჩემს მეგობართან, რაც ასევე შეეხებოდა სასულიერო პირებს. როგორც ჩანს, ეს იყო მიზანმიმართული მოსმენები, რომ მოხსენიებული იქნებოდა სამღვდელო პირები. ცხრამეტივე ჩანაწერი ზუსტად შეესაბამება იმას, რაც სინამდვილეში მოხდა, ცხრამეტივე საუბარი რეალურად არსებობდა. ეს იყო სპეციალური მიმართულებით მოსმენები დაკავშირებული სამღვდელო პირებსა და ჩემს შორის ურთიერთობასთან, ეკლესია სადაც კი ნახსენებია ჩემს საუბარში, ეს არის ჩაწერილი. ეს არის ქვეყნის წინააღდეგ მიმართული მიზანმიმართული საქმიანობა, რაც ძირს უთხრის როგორც ეკლესიას ასევე სახელმწიფოს. ეს არის ჩემს პირად ტელეფონზე წარმოებული საუბრები.

ვერ გეტყვით რა გეგმები აქვს პროკურატურას, როდის აპირებს იმ სასულიერო პირების დაბარებას, რომლებიც პირადად მე მესაუბრებოდნენ და ასახულია ამ ჩანაწერებში. მოვითხოვე პროკურატურისგან ვიყო ცნობილი დაზარალებულად იმიტომ, რომ ეს არის საოცარი შეურაცხყოფა და ამავდროულად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, როდესაც იწერ საუბრებს სასულიერო პირებთან. ეს არის უპრეცედენტო ჩარევა პირად და საეკლესიო ცხოვრებაში, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება. ამაში ცალსახად არის ჩართული დღევანდელი ხელისუფლება, რადგან ასეთი მასშტაბის მოსმენა შეუძლებელია სახელისუფლებო კონტროლის და დავალების გარეშე“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს