ირაკლი კობახიძე - არავის დაუბრალებია გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა - სინამდვილეში რაც არსებობს, იმას ვამბობთ, ეს ფაქტის კონსტატაციაა

ჩვენ დეტალებში გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა პრობლემები აქვს კონკრეტულად გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულების კუთხით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს გიორგი გახარიასთვის არაფერი დაუბრალებია, რადგან ის რომ გახარიას ნარკოდამოკიდებულების მხრივ პრობლემები აქვს, ფაქტის კონსტატაციაა.

„ეს არის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს მთელს ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, მის ხელმძღვანელობას. ჩვენ დეტალებში გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა პრობლემები აქვს კონკრეტულად გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულების კუთხით.

ჩამოყალიბება სჭირდება მას ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით, გააგრძელებს თუ არ გააგრძელებს, ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება და შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება.

არავის დაუბრალებია გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არაფერს არ ვაბრალებთ. დაბრალება ნიშნავს იმას, რომ რაღაც არ არსებობს ბუნებაში. სინამდვილეში, რაც არსებობს იმას ვამბობთ, ეს ფაქტის კონსტატაციაა და არა დაბრალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა