საქართველოდან დღეისათვის 31.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული

დღეისათვის საქართველოდან 7.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 31.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.1 ათასი ტონით (42%), ხოლო ღირებულება - 2.8 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა.

„ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა. კერძოდ: იტალია (3,662 ტონა), გერმანია (945 ტონა), ესპანეთი (411 ტონა), ჩეხეთი (263 ტონა), პოლონეთი (209 ტონა), ლიტვა (110 ტონა), ლატვია (66 ტონა), საფრანგეთი (65 ტონა), ესტონეთი (44 ტონა), ბულგარეთი (44 ტონა) და ბელგია (20 ტონა).

საანგარიშო პერიოდში, ქართული თხილი ექსპორტზე ასევე გავიდა შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი (443 ტონა), უკრაინა (171 ტონა), რუსეთი (104 ტონა), ერაყი (120 ტონა), ბელორუსია (113 ტონა), ჩინეთი (104 ტონა), არაბ. გაერთიანებული საამიროები (54 ტონა), მექსიკა (28 ტონა), არგენტინა (26 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), თურქეთი (22 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა) და სხვა ქვეყნები (116 ტონა)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს