რომან გოცირიძე „ენკას“ მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე - ეს არის „ანაკლია-2“, შემდგომი ძალიან დამაზიანებელი სასამართლო დავებითურთ

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, "ნამახვანჰესის” ინვესტორის გაქცევა არის სერიოზული დარტყმა ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაციისთვის.

ამასთან, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ასე ადვილად არ დებენ, როგორც ამას ხელისუფლებაში აცხადებენ და ახალი ინვესტორის პოვნას გვპირდებიან.

გოცირიძის აზრით, „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებას მრავალი წელი დასჭირდება ან საერთოდ გაიზიარებს ხუდონის ბედს.

"ამაში პირველ რიგში დამნაშავეა საქართველოს ხელისუფლება, პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობა ეთამაშებოდა პირდაპირ რუსეთიდან მართულ ძალებს, ვარლამებს და მასთან მიტმასნილ შავრაზმელებს, რომლებმაც ჟურნალისტების დარბევაშიც მიიღეს შემდეგ მონაწილეობა, დაადგმევინა თბილისის ქუჩებში “საპროტესტო” აქცია. თავისი შინაარსით, რაც მოხდა, ეს არის ანაკლია-2, შემდგომი ძალიან დამაზიანებელი სასამართლო დავებითურთ.

ქვეყანაში გზააბნეულ, თავაბნეულ ან ეკოლოგიური თემებით გულწრფელად აღელვებულ ადამიანებს რა გამოლევს, მაგრამ მათი მთავარ დამნაშავეებად გამოყვანა არ გაუვა “ქართულ ოცნებას”. შეეცდებიან. ისინი “უნებლიე მტრები” არიან, ესენი შეგნებულად "ვარლამები" და მავნებლები”, - აცხადებს რომან გოცირიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს