გეგმური სამუშაოების გამო  24 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 24 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, კერძოდ, გლდანის რაიონში,

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქერჩის ქუჩის მოსახლეობას. კოპანიის ცნობითვე, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

"სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, მაისურაძის, დამენიას, ამილახვრის, დავითაშვილის, მესხიშვილის, სართიჭალის, ბოროდინის და ხერხეულიძის ქუჩების მოსახლეობას. რაც შეეხება ისნის რაიონს, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ფერისცვალების, ფაღავას, ალიხანიანის, ლაგოდეხის, ირბახის და წურწუმიას ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, მუსხელიშვილის და კვაჭანტირაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, მეტრეველის, თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, მოსაშვილის, მიშველაძის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ბაგების დასახლების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა