გიორგი გახარია - ისედაც უამრავი პრობლემა გვაქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში - დამატებითი გართულება კიდევ უფრო დაამძიმებს

ავთენტურია ეს მასალები თუ არ არის - ეს არის ძალზედ სახიფათო, იმიტომ რომ ესენი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებია, ამის ახსნა საერთოდ შეუძლებელია. სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ ყველაფერს, - ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია უცხოელი დიპლომატების შესაძლო მოსმენის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

„მსგავსი ამბავი პირველ რიგში სახელმწიფოს აზიანებს და სახელმწიფოს ისეთ სისტემურად მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, როგორებიცაა სუს-ი, საგარეო საქმეთა სამინისტრო - აზიანებს ჩვენ ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ამას ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, ამიტომ აქ არც ოპოზიციის მხრიდან არ შეიძლება ამ მასალების მხოლოდ პოლიტიკური მიზნით გამოყენება - არ შეიძლება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ხომ კარგად გვესმის, რომ ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ისედაც უამრავი პრობლემა გვაქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ასეთი მძიმე დამატებითი გართულება რა თქმა უნდა კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენს შორის ურთიერთობას და ჩვენ ყველანი ამ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ მიუხედავად პარტიული პოზიციისა, იმიტომ რომ ეს ზეპარტიული საკითხია. საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ზეპარტიული საკითხი, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა შეთანხმებულია. ამიტომ - ხელისუფლებაც, ოპოზიციაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა