ანა ნაცვლიშვილი - ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს უცებ „კასრების კუნძული“ აღმოვაჩინეთ და მარტო სუს-ია ცუდი - ვინმეს აქვს ილუზია, რომ გუნდის გარეშე აკეთებდა ტოტალურ მოსმენებს? სად უნდა გაექცეს კობახიძე პასუხისმგებლობას?

ვინმეს ახლა აქვს ილუზია, რომ სუს-ი დამოუკიდებლად ან მხოლოდ რომელიმე პრემიერთან შეთანხმებით და ბიძინა ივანიშვილის გარეშე და პოლიტიკური გუნდის გარეშე აკეთებდა ამ ტოტალურ მოსმენებს? ვის სჯერა ამის? სად უნდა გაექცეს ირაკლი კობახიძე ამ პასუხისმგებლობას? ის არის ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, ანუ სუს-ის მთავარი საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელი იყო ეს ადამიანი და დადოს, მაშინ რას ზედამხედველობდა, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ი უსმენს არა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, არამედ კომპრომატების მოგროვების მიზნით, რათა ამ კომპრომატებით მომავალში გარკვეული პროცესები მართოს.

„ტყუილია ის, რომ სუს-ი უსმენს ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და კანონის დაცვისთვის. ის უსმენს, რომ კომპრომატები მოაგროვოს და შემდეგ ამ კომპრომატებით პროცესების მართვა მოხდეს, მაგრამ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი გამართულია და უცებ აღმოვაჩინეთ რაღაც კასრების კუნძული და თურმე მარტო სუს-ია ცუდი ამ ქვეყანაში, თორემ ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუცია კანონს მიყვება ზედმიწევნით.

ის, რაც ხდება ახლა, ტოტალური მოსმენები არის გამოხატულება იმ მმართველობის სტილის, რომელიც დაამკვიდრა „ქართულმა ოცნებამ". არა მარტო პრაქტიკაში დაამკვიდრა, არამედ მთელი რიგი კანონები შექმნა და ამაზე წლობით ვიბრძოდით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ძალიან ცოტა ადამიანი ხვდებოდა, რა საშინელ კანონებს იღებდნენ იგივე სუს-თან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ვამბობდით, რომ ეს ხელისუფლება არ აკეთებს სწორ საქმეს, არ არის სახელმწიფოებრიობისკენ მიმართული, არ უნდათ მათ კანონი, არ უნდათ კონსტიტუციის დაცვა. ეს არის მმართველობის არაფორმალური სტილი, რომლის თანამონაწილეც არის ღარიბაშვილიც და მისი ყველა წინამორბედიც”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო