ვატო სურგულაძე - ვირუსია ასეთი, აქვს პიკები და მერე ქვემოთ ჩამოდის, სახელმწიფო არაფერს აკეთებს და გვეყო ტყუილები - "მუშკეტერები" ბოდიშს უნდა იხდიდეთ, მუხლებზე უნდა იდგეთ

ყოველ დღე, თქვენ და თქვენი ხელმძღვანელობა, მუშკეტერები ბოდიშს უნდა იხდიდეთ, მუხლებზე უნდა იდგეთ, - ასე პასუხობს „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე თენგიზ ცერცვაძის განცხადებას.

ვატო სურგულაძის განცხადებით, „სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს“ და გარდაცვლილთა რაოდენობა მხოლოდ იმის გამო შემცირდა, რომ ვირუსს პიკი ახასიათებს და შემდეგ იკლებს.

„არავითარი ძალისხმევა არ ჰქონდა ბატონო თენგიზ თქვენს სახელმწიფოს. ვირუსია ასეთი. აქვს თავისი პიკები და მერე თვითონ ჩამოდის ქვემოთ. ყველა ქვეყანაში ასეა. სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს და გვეყო ამდენი ტყუილები, აღარ შეიძლება, მოუთმენელია ეს ყველაფერი.

უფრო მეტი ადამიანი დაგვეხოცა ჩვენ ახლა, ვიდრე აფხაზეთის ომის დროს სამხედრო მოსამსახურეები. როგორ არ გრცხვენიათ ასეთი რაღაცის თქმა. როგორ არ გრცხვენიათ ასეთი რამის თქმა, რა თქვენი დამსახურებაა. 43 გარდაცვლილიდან თქვენი ახლობელი მოკვდა იქ ვინმე? ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები კვდებიან, 22 წლის სპორტსმენი დაიღუპა. არ გრცხვენიათ ასეთი რამის თქმა? ამხელა კაცი ხართ და 43-მდე ჩამოვიყვანეთო. ასეთი ადამიანები საერთოდ არ უნდა გამოდიოდნენ, თავის უზარმაზარ „ოპუსებს“ რომ წერენ. ბატონ ვახო კალოიანს რომ ადამიანი ეტყვის „შენ კაცი არ გადაგირჩენიაო“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილთა რიცხვის 80-დან 43-მდე შემცირება, სახელმწიფოს უზარმაზარ ძალისხმევად უჯდება.

„ჩვენ უდიდესი ძალისხმევით, ისე რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, შევამცირეთ გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე, რაც უზარმაზარი ძალისხმევად უჯდება სახელმწიფოს”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს