მედეა ჯანიაშვილი - თაღლითური ქმედებები  აზიანებს საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს -  მისასალმებელია შსს-ს მიერ ასეთი ფაქტების ოპერატიულად გამოვლენა და აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება.

მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი თაღლითური ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე.

“მსგავსი თაღლითური ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე. ამდენად, მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ძალზედ მისასალმებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ასეთი ფაქტების ოპერატიულად გამოვლენა და აღკვეთა”, - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გამოავლინეს და ბრალდებული პირი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა