მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს - თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? - ამისთვის საჭიროა, დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას

თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? - ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და არა პოლიტიკოსებს, სააკაშვილს, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ახალგაზრდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ვაშინგტონში სენატორებსა და კონგრესის წევრებთან მართავს შეხვედრებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოზე ლაპარაკი მობეზრდათ.

„მე მინდა მივმართო ქართველ ახალგაზრდებს. ახლა ვარ ვაშინგტონში, საიდანაც მრავალი წლის წინ მივატოვე ჩემი დოქტურანტურა და ჩავფრინდი ჩაბნელებულ, განადგურებულ საქართველოში და დავიწყეთ მუშაობა, რომ საქართველო წამოგვეწია წინ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშურს თქვენი იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენზე უფრო ნიჭიერებიც, ჩვენზე უფრო ინფორმირებულებიც, ჩვენზე უფრო წინწასულებიც და ჩვენზე უფრო თავისუფლებიც. გუშინ და დღეს დავდივარ ამერიკაში, სენატში ვხვდები სენატორებს, კონგრესის წევრებს, ექსპერტებს და ბევრი იძახის, ჩვენ მოგვბეზრდა საქართველოზე ლაპარაკი. არადა იმდენი ათწლეული დავდიოდი და ყველა იძახდა, თქვენ ხართ ყველაზე მაგრები, თქვენ ხართ ყველაზე განსაკუთრებულები. ხალხო, საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების სახელები და გვარები, გვინდა თუ არა, რომ გვქონდეს სიამაყე ჩვენი ქვეყნის? ეს ხომ უცვლელი კატეგორიაა? თქვენ ხომ გინდათ, რომ მაგარი ქვეყნის მოქალაქეები იყოთ? თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? - ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და არა პოლიტიკოსებს, სააკაშვილს. ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება, ქვეყანას სჭირდება თქვენი აქტიურობა ახლა, ქვეყანას სჭირდება თქვენი „დრაივი“. თქვენ უნდა იბრძოლოთ საკუთარი თავისუფლებისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის.

მე არაფრისკენ არ მოგიწოდებთ, ნაღდად არ ვაპირებ ჭკუა გასწავლოთ იმიტომ, რომ ჩემზე უკეთესად იცით ყველაფერი, უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, რომ სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს უნდა დაუბრუნოთ. აქ რომ ჩამოხვალთ, თავაწეულად უნდა იაროთ და არა ვიღაც „ჭ“ კლასის ქვეყანა ჩამოვიდა და ისევ რაღაცას წუწუნებს აქ, რაც ამ ბოლო ხანებში მესმის. აბა თქვენ იცით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი კანაშვილი - თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა დამატებითი ამომრჩევლის გამოყვანა, ხოლო „ოცნებამ“ სულ მცირე იგივე რაოდენობა გამოიყვანა, რაც პირველ ტურში, შედეგი ოპოზიციისთვის  მძიმე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გაიაქტიურეთ "სილქფესტის" საშემოდგომო შეთავაზებები შეუზღუდავად
მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა