დავით ჭიჭინაძე - „ქართული ოცნება“ წავა ყველაფერზე, რაც ხელეწიფებათ, მაგრამ ქართველი ოფიცრების დიდი ნაწილი, არ გადააბიჯებს იმ ზღვარს, რასაც ღირსება და სამშობლო ჰქვია

„ქართული ოცნება" წავა ყველაფერზე, რაც ხელეწიფებათ, მაგრამ ქართველი ოფიცრების დიდი ნაწილი, არ გადააბიჯებს იმ ზღვარს, რასაც ღირსება და სამშობლო ჰქვია,- ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, „ნასედკებს" არც ბრძოლის უნარი გააჩნიათ, არც კაცობა“.

„ნასედკებს" არც ბრძოლის უნარი გააჩნიათ, არც კაცობა და გვერდითაც არავინ დაუდგება არასოდეს! ამიტომ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება" წავა ყველაფერზე, რაც ხელეწიფებათ, მაგრამ ქართველი ოფიცრების დიდი ნაწილი, არ გადააბიჯებს იმ ზღვარს, რასაც ღირსება და სამშობლო ჰქვია, რადგან მათთვის ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანის მსახურება, ან მით უმეტეს ამ გაუგებარი „ქართული ოცნების“ და მისი არსაიდან მოსული მონა-ლიდერების სამსახურში ყოფნა.

განსაკუთრებით როდესაც ორ ირაკლიზე, ორ მონაზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება მონები იყვნენ ჩვენი ქვეყნის ლიდერები?! მით უმეტეს, მათ თავად ბიძინა ივანიშვილიც ისე გაემიჯნა, რომ ღიად არათუ არ ჩნდება, წერილიც კი არ დაუწერა”,- აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა