საქართველოს „წითელმა ჯვარმა“ სოფელ მუხრანში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გახსნა

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ ადგილობრივ ამბულატორიასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის მხარდაჭერით, სოფელ მუხრანში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გახსნა. ინფორმაციას „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვაქცინაციის ყველა მსურველს ადგილზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლება ვაქცინის გაკეთება.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ აქტიურად არის ჩართული მასობრივი ვაქცინაციის წარმატებით, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელებაში, რისი ნათელი მაგალითიცაა მცხეთის იმუნიზაციის ცენტრის წარმატებით ფუნქციონირება.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან ჩართულია მოსახლეობის დასახმარებლად და მხარდასაჭერად. ასევე, ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციის დაწყებიდან დღემდე სხვადასხვა მიმართულებით ერთვება ვაქცინაციის პროცესში, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო მასალების გავრცელებასა და კლინიკებში ვაქცინაციის მსურველთა რიგების მართვაში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა