„თიბისი“ - TBCPayments.ge - ონლაინ პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ მარტივად მიიღოთ და მართოთ გადახდები

პლატფორმა Tbcpayments.ge, რომელიც „თიბისიმ“ სპეციალურად მეწარმეების მხარდასაჭერად შექმნა, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად დანერგონ და მართონ მათ ბიზნესზე მორგებული გადახდის პროდუქტები. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„თუ გაქვთ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტი და გსურთ მიიღოთ გადახდები ბარათით, TBCPayments.ge -ზე მარტივად შეძლებთ მოითხოვოთ სალარო ან პოს ტერმინალი და უმოკლეს დროში განათავსოთ თქვენს ობიექტზე. ელექტრონულ კომერციაში ჩართულ ბიზნესებს კი, TBCPayments.ge -ზე შეუძლიათ შეარჩიონ მათი ინტერნეტ-მაღაზიებისთვის შექმნილი უახლესი, მოქნილი, ონლაინ გადახდის სისტემები, როგორიცაა: „თიბისი“ ელ-კომერცია და გადახდის ბმული.

გადახდის პროდუქტების დისტანციურად მოთხოვნის გარდა, საიტზე ფუნქციონირებს გადახდების სივრცე, სადაც ავტორიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია: ყოველდღიური ტრანზაქციების ნახვა, გადახდების მონაცემთა ანალიზი და შედარება, ამონაწერების ამოღება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.tbcpayments.ge“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს