ალუდა ღუდუშაური - ნაადრევია ფაქტობრივ მოცემულობად იმის წარმოჩენა, თითქოს „ენკას" მიერ კონტრაქტი არის შეწყვეტილი

ნაადრევია ფაქტობრივ მოცემულობად იმის წარმოჩენა, რომ თითქოს „ენკას" მიერ კონტრაქტი არის შეწყვეტილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად პროცესი მიმდინარეობს და არ დასრულებულა. ღუდუშაურის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდეს, ხოლო მეორე მხრივ, დაცული იყოს საზოგადოების ინტერესი.

„ფაქტობრივი გარემოება და მოცემულობა ჯერ არ დამდგარა, ეს არის პროცესი, რაც არის გაცხადებული. როცა ეს პროცესი არ დასრულებულა და ფაქტობრივი გარემოება არ დამდგარა, ნაადრევია ფაქტობრივ მოცემულობად იმის წარმოჩენა, რომ თითქოს ეს კონტრაქტი არის შეწყვეტილი. მე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის სახელმწიფოებრივად მოწოდებული და სახელმწიფო ინტერესები არის დაცული, არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ კვლავაც ყველაფერს, რომ განხორციელდეს პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად დაცული იყოს ქვეყნის, საზოგადოების ინტერესები“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, კომპანია „ენკას" მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო