გიორგი ამილახვარი ნარკოტესტზე - ბატონი გახარია აიბლანდა, საზოგადოება დასკვნებს თავად გააკეთებს

ბატონი გახარია იმდენად აიბლანდა, რომ საზოგადოება დასკვნებს თავად გააკეთებს, - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩატარების ფაქტს გამოეხმაურა.

ამილახვარმა ასევე აღნიშნა, რომ გახარიას ქმედება რაღაცას მიუთითებს და მოსახლეობა სწორ დასკვნებს გამოიტანს.

„თავად ის ფაქტი, რაც ამ საკითხის მის მიერ შეფასებას მოჰყვა - ერთი მხრივ, ტესტის გადადება, მეორე მხრივ, კახა კალაძის ინიციატივის იგნორირება, მესამე მხრივ, ტესტის საზღვარგარეთ ჩატარება, ცხადია, რაღაცას მიუთითებს. ვფიქრობ, საზოგადოება დასკვნებს თავად გამოიტანს. როდესაც ძალიან მარტივად, 5 წუთში შესაძლებელი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის გაწევა ისე, როგორც ეს კახა კალაძემ გააკეთა, ამას ავსტრიაში სიარული არ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ ხალხი თავად გააკეთებს დასკვნებს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ 17 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას ვენის ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დაუდასტურდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს