DTRA-ს ევრაზიის ოფისის ახალი ხელმძღვანელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობებს გაეცნო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს შესაძლებლობებს აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის ახალი ხელმძღვანელი - ბერნი დობნერი პირადად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა დავით სუხიშვილმა და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს უფროსმა მალხაზ ლაგურაშვილმა უმასპინძლეს.

„ქბრბ ინციდენტზე რეაგირების კუთხით საჩვენებელი სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა და სტუმრები დეკონტამინაციის პროცედურებს გაეცვნენ. მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ევრაზიის ოფისის ხელმძღვანელმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა. აღნიშნული აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს DTRA-სგან, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში გადმოეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და DTRA-ს უკვე რამდენიმე წელია მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურმა სხვადასხვა ტიპის ქბრბ აღჭურვილობა მიიღო, ასევე, მონაწილეობდა DTRA-ს მიერ ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებებსა და ტრენინგებში”,- აღნიშნავენ უწყებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს