მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას - ყოველდღე რომ გვატაროთ სასამართლოში, ქართველ ხალხს თქვენი გაშვების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ეს იქნება თქვენი ვერდიქტი

ყოველდღე რომ გვატაროთ აქ, ქართველ ხალხს თქვენი ხელისუფლებიდან გაშვების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ეს იქნება თქვენი ვერდიქტი, - ამის შესახებ ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა სადაც ე.წ. ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი იმართება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ვერანაირი განაჩენი ზიანს ვერ მიაყენებთ და საკუთარ სიმართლეს „უსამართლო სასამართლოშიც დაამტკიცებენ“.

„ეს არის პირდაპირი ხელის შეშლა, წარმოუდგენელი სიჩქარით და ინტენსივობით მიდის ჩვენი სასამართლო პროცესი. მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და მის მესვეურებს, რომ დროა თქვენი წასვლის. მოვიდა დრო, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ხელისუფლება და პერსპექტივა ამ ქვეყანაში. ყოველდღე რომ გვატაროთ აქ, ქართველ ხალხს თქვენი ხელისუფლებიდან გაშვების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ეს იქნება თქვენი ვერდიქტი. ვერანაირი განაჩენი ჩვენ ზიანს ვერ მოგვაყენებს, ვართ მართლები და ამ სიმართლეს დავამტკიცებთ რა დროც არ უნდა დასჭირდეს, თუნდაც თქვენს უსამართლო სასამართლოში”, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა