გიგი წერეთელი - ამგვარ პირობებში არჩევნები ტარდება მხოლოდ ავტოკრატიულ, ტოტალიტარულ რეჟიმებში, სამწუხაროა, რომ საქართველოდან ასეთი მაგალითები მიდის ჩვენს პარტნიორებთან

რაც მოხდა დმანისსა და რუსთავში, ამ ძალადობას, ადამიანის დაჭრას, საარჩევნო კამპანიის ამგვარად ძალადობრივად წარმოებას ჩვენი პარტნიორები არ შეეგუებიან. ეს არის ყველანაირი დარღვევა იმ პრინციპების, რომელზეც დგას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა, როდესაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს არის ამერიკის სახელმწიფოს პოზიციაც ამ კონკრეტულ მოვლენებთან.

„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რამდენად დიდ საფრთხეს ქმნის საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის იმიჯისა და რეპუტაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება და ბუნებრივია ეს არის ამერიკის სახელმწიფოს პოზიციაც ამ კონკრეტულ მოვლენებთან, რაც მოხდა დმანისსა და რუსთავში ამ ძალადობასთან, ადამიანის დაჭრასთან, საარჩევნო კამპანიის ამგვარად ძალადობრივად წარმოებასთან, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ამას არ შეეგუებიან და ეს არის ყველანაირი დარღვევა იმ პრინციპების, რომელზეც დგას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამგვარ პირობებში არჩევნების ჩატარება ხდება მხოლოდ ავტოკრატიულ, ტოტალიტარულ რეჟიმებში და უაღრესად სამწუხაროა, რომ საქართველოდან ასეთი მაგალითები მიდის, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ იქნება ძალიან დიდი წნეხი საქართველოს ხელისუფლებაზე და მათ არ გაუვათ ის, რომ ამგვარად მიაღწიონ რაიმე შედეგს და 2 ოქტომბრის არჩევნების ეს რეფერენდუმი რაღაცნაირად დაასრულონ ძალადობით და აგრესიით“, - განაცხადა წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს