ბადრი ჯაფარიძე „ნამახვანჰესზე“ - მთავრობამ პროცესი ისე არაპროფესიონალურად და ცუდად წარმართა, რომ ამან მოსახლეობასთან და ინვესტორთან დაპირისპირება გამოიწვია

„ქართული ოცნების“ მთავრობამ მთელი პროცესი ისე არაპროფესიონალურად და ცუდად წარმართა, რომ ამან ადგილობრივ მოსახლეობასთან და ინვესტორთან დაპირისპირება გამოიწვია, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერებას.

„ეს არის „ქართული ოცნების“ მთავრობის სტილი - უუნარობა და მავნებლური ნაბიჯები. ახლა ჩვენ დიდი რისკის წინაშე ვდგავართ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კვლავ ახალი სარჩელი იქნას შეტანილი, რაც ფინანსური კუთხით დიდ რისკებს ქმნის. იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი ზიანის მიყენება ვეღარ გაგრძელდეს, „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. ეს არის ერთადერთი საშველი, რათა გამოსწორება ნელ-ნელა დავიწყოთ.

ცხადია, ინვესტორების მიმართ იმ დამოკიდებულებამ, რომელსაც ბოლო წლებში „ქართული ოცნება“ იჩენდა, უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს და ინვესტიციები არ შემოვიდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის ახალი სამუშაო ადგილები, შემოსავლები ქართული ოჯახებისათვის და ეს შეწყვიტეს. გარდა ამისა, უპასუხისმგებლო ნაბიჯების გამო ამან დამატებითი ფინანსური ტვირთი დააკისრა ისედაც მწირ ბიუჯეტს, ახლა დამატებითი ხარჯები, რაც მთავრობამ მოითხოვა საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის, ეს იმ მიზეზით ხდება, რომ კიდევ არაერთი ინვესტორი უჩივის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უპასუხისმგებლო და ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულებრივი ნაბიჯების გამო. ამის შედეგია, რომ დამატებით კიდევ 50 მილიონი ლარის ხარჯვა უწევს, ჩვენი გადასახადების გადამხდელთა ფულის ხარჯვა სახელმწიფოს „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო. იმ ნაბიჯების, რომლებმაც გააქცია ინვესტორები ქვეყნიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, კომპანია „ენკას" მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა