სოფელ დიცის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ანი გოგიძე - იდეათეკამ მოსწავლეებს წიგნის კითხვა შეაყვარა

„იდეათეკა“ საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტია, რომელსაც უკვე მეორე წელია ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. პროექტი რეგიონის სკოლებში თანამედროვე და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მოწყობას გულისხმობს. იდეათეკების მიზანი არაფორმალურ განათლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის გაზრდა და მოსწავლეებისთვის განვითარების და შემეცნების კიდევ უფრო საინტერესო პროცესად ქცევაა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 7 სკოლაში, მოსწავლეები და მასწავლებლები უკვე სარგებლობენ იდეათეკებით. მათ შორის გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლის დიცის საჯარო სკოლაშიც. სკოლის მესამე კლასის დამრიგებლის, ანი გოგოაძის თქმით, იდეათეკა გახსნის შემდეგ ყველასთვის საყვარელ ადგილად იქცა.

ანი მეორე წელია, აქტიურად იყენებს იდეათეკაში არსებულ რესურსს საგაკვეთილო პროცესისთვის და გვიზიარებს, რომ ეს მოსწავლეების ჩართულობაზეც აისახა - „იდეათეკაში განთავსებული კომპიუტერები, წიგნები და სხვა საგანმანათლებლო რესურსი ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესის ნაწილი გახდა. რამდენიმეჯერ პროექტორის გამოყენებით მოსწავლეებს ფილმიც ვაჩვენე, რაც მათთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. „იავნანამ რა ჰქმნა“, „მაგდანას ლურჯა“ და სხვა ფილმების ყურების შემდეგ, მოსწავლეებმა დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და ერთმანეთს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს - მართლაც საინტერესო მოსასმენი და სანახავი იყო, როგორ აქტიურად განიხილავდნენ ფილმს“, - გვიყვება ანი.

იდეათეკამ არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესს შესძინა მრავალფეროვნება, არამედ მოსწავლეებისათვის შემეცნებისა და თვითგანვითარების საყვარელ ადგილადაც იქცა. დიცის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხშირად თავისუფალ დროს იდეათეკაში, წიგნის კითხვაში, ფაზლების აწყობასა და ჯგუფურ პროექტებზე მუშაობაში ატარებენ.

დიცის სკოლის მასწავლებელი იმ გარემოებას უსხვამს ხაზს, რომ საზღვრისპირა სოფლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს რესურსებზე წვდომა - „სამწუხაროდ დიცის მსგავსს საზღვრისპირა სოფლებში არც თუ ისე ბევრი გასართობია, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებისათვის. ზაფხულში დასასვენებლად წასვლის შესაძლებლობა ბევრ მოსწავლეს არ ჰქონია, თუმცა მათ წლევანდელი ზაფხულის გაფერადება იდეათეკის დახმარებით შეძლეს. ზაფხულის განმავლობაში მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, იდეათეკიდან მათთვის სასურველი წიგნები გამოეტანათ და არდადაგების პერიოდი კითხვაში გაატარეს. რამდენიმე მოსწავლემ მომწერა კიდეც, სასწავლო წელი რომ დაიწყება ხომ შევძლებ კიდევ სხვა წიგნების გამოტანასო“, - ამბობს ანი და დასძენს, რომ აღნიშნულმა სივრცემ მოსწავლეებს არა მხოლოდ წიგნის კითხვა შეაყვარა, არამედ აზრის უკეთ გამოხატვაც ასწავლა.

აღსანიშნავია, რომ იდეათეკა პედაგოგებისთვისაც მნიშვნელოვანი ადგილი გახდა. დიცის სკოლის მასწავლებლები ხშირად თავადაც სტუმრობენ იდეათეკას და თვითგანვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პედაგოგებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა წიგნებს ეცნობიან.

იდეათეკებმა ქვეყნის მასშტაბით უკვე 3800-მდე მოსწავლეს მისცა საგანმანათლებლო თუ შემეცნებით რესურსზე წვდომა. უკვე 7 სკოლაში მოეწყო მულტიფუნქციური, ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფილი სივრცე. სულ მალე კი ამ ჩამონთვალს კიდევ 2: ახალქალაქის მე-3 და დუისის საჯარო სკოლა შეემატება.

ვრცლად საქართველოს ბანკის ამ და სხვა CSR პროექტებზე აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3mxQeXI

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა