დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა, რომლებიც 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ტრაგედია მოხდა.

აღნიშნული საქმის პროკურორის მირიან მეგრელიშვილის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ოთხივე მოწმემ განაცხადა, რომ დავით სარალიძისთვის ჭრილობების მიყენების დროს ფარდული მათი თვალთახედვის არეში არ იმყოფებოდა.

,,დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ოთხი მოწმე, რომლებიც კონფლიქტის განვითარების დროს იმყოფებოდნენ ხორავას ქუჩა 4-ის ეზოში. ოთხივე მოწმემ გაიხსენა მათთვის ცნობილი გარემოებები თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, როგორ გადაინაცვლეს მხარეებმა ხორავას ქუჩაზე, როგორ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ვინ მონაწილეობდა მასში და ა.შ. თუმცა, ოთხივე მოწმემ განაცხადა, რომ როდესაც დავით სარალიძეს მიაყენეს ჭრილობები ფარდული მათი თვალთახედვის არეში არ იმყოფებოდა, გამომდინარე აქედან, არ დაუდასტურებიათ ინფორმაცია ჭრილობის მიმყენებელთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი მოწმე არის გიორგი მენაბდის მეგობარი, ისინი ერთად მივიდნენ ხორავას ქუჩა 4-ის ეზოში, მაგრამ როდესაც დაიწყო ჩხუბი გიორგი მენაბდეს ვერ ხედავდა, ასევე ვერ ხედავდა უშუალოდ ფარდულს”, - აღნიშნა მირიან მეგრელიშვილმა.

პროკურორის განცხადებით, მიუხედავად მოწმეების ამგვარი ჩვენებებისა ბრალდების მხარე მაინც ახერხებს, რომ გარკვეული გარემოებები დაადგინოს და სამომავლოდ ამ პირების ჩვენებებსაც სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

„აღნიშნულ საქმეზე მოხდა სამი პირის მსჯავრდება და მეოთხე პირი პასუხისგებაშია მიცემული. მიუხედავად ამგვარი ჩვენებებისა მაინც ახერხებს ბრალდება, რომ გარკვეული გარემოებები დაადგინოს. გვყავს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული პირებიც ამიტომ, ამ პირების ჩვენებებსაც სამომავლოდ სამართლებრივი შეფასება მიეცემა”, - აღნიშნა მირიან მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

იხილეთ ვიდეო:დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს