მუხიანის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, N104 ბაგა-ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა. საბავშვო ბაღი 8-ჯგუფიანია და 230 აღსაზრდელზეა გათვლილი, ამასთან 50-მდე ადამიანია დასაქმებული.

როგორც მერიაში განმარტავენ, N104 ბაგა-ბაღი აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, რაგბის მინი სტადიონი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები, სათამაშო მოედნები და მინი ავტოქალაქი.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ბაღის ეზო იძლევა ისეთი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, რომლებიც მცირეწლოვნობიდანვე უწყობს ხელს სხვადასხვა უნარების განვითარებას.

„თქვენ თვითონ ნახეთ, როგორი ბაღია. ეზო იძლევა ასეთი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას. ბავშვებს პატარაობიდანვე აქვთ შესაძლებლობა, ისწავლონ, თუ როგორ იმოქმედონ. ყველანაირად კეთილმოწყობილია და ასეთივე მიდგომა იქნება ჩვენი მხრიდან ყველა ასეთ მშენებლობაზე, რომელიც ეხება ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში 188 ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, მიმდინარეობს 9 ახალი ბაღის მშენებლობა და 2 ავარიული შენობის გამაგრება-რეკონსტრუქცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო