დავით ზალკალიანი მალტის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრს, ევარისტ ბარტოლოს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგრეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მალტის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრს, ევარისტ ბარტოლოს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე, ხაზი გაესვა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

უწყების ცნობით, მალტის საგარეო საქმეთა მინისტრმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მიმართ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა