ანა ნაცვლიშვილი - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული მოვლენები მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული მოვლენები, დასაწყისიდან „ენკას" გუშინდელ განცხადებამდე, მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია, რომელმაც ვერ მართა პროცესი და ისეთი ხელშეკრულების დადება ვერ უზრუნველყო, რომელიც საზოგადოებაში, მათ შორის გარემოს დამცველებში ბევრ საჭირბოროტო კითხვას არ გააჩენდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლება ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ბუჩქის ქვეშ დაჯდა.

„დიახ, ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობა სჭირდება და ჰესების მშენებლობა სწორედ ამის ნაწილია. კონკრეტულად „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებაზე ძალიან ლეგიტიმური, მძიმე კითხვები არსებობდა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ და ვერ მოხერხდა. ჩვენ თვეების განმავლობაში ვხედავდით, რომ სახელმწიფო ბუჩქის ქვეშ იჯდა და ხეობის მცხოვრებლებს საპოლიციო ძალების მეშვეობით ელაპარაკებოდა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. კომპანია ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად საკონტრაქტო პირობების დარღვევასა და დიდი ხნის ფორსმაჟორულ სიტუაციას ასახელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა