მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი ვატო წერეთლის სასამართლოდან გაძევების გამო გადაიდო

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გადაიდო.

პროცესის გადადების მიზეზი ვატო წერეთლის სასამართლო დარბაზიდან გაძევება გახდა. ფიცის დადების დროს წერეთელმა მოსამართლეს განუცხადა, რომ „მურუსიძის ფიცის დადებას“ არ აპირებდა, რაზეც თავდაპირველად 300 ლარით დაჯარიმდა, ხოლო დაპირისპირების გაგრძელების შემდეგ დარბაზიდან გააძევეს.

,,მოსამართლე არევაძეს ვუხსენე მისი ღმერთი, წმინდა მურუსიძე, რაზეც მოიხსნა ნიღაბი, გახდა ჩვეულებრივი „ზონდერი“ და დაიწყო ჩემი დაჯარიმება, რაზეც ვუთხარი, რომ ნუ ნერვიულობდა, იმიტომ, რომ ევროპამ და დასავლეთმა აქცია ზურგი ამ გამომპალ სისტემას, შეუჩერა ყველა ფინანსური დახმარება. ეს სასამართლო ჩვეულებრივად ლპება კორუფციაში. თუ კიდევ დამიბარებენ და მომცემენ ნებას აუცილებლად მოვალ და მივცემ ჩვენებას“, - აღნიშნა ვატო წერეთელმა.

აღნიშნული საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, პროცესების მანძილზე გამოიკვლიეს არაერთი დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც ბრალდებულების ბრალეულობა დასტურდება. მისივე თქმით, ვატო წერეთლის გაძევების გადაწყვეტილება სასამართლომ მისი შეუფერებელი ქცევიდან გამომდინარე მიიღო.

„ბრალდების მხარემ დღევანდელ პროცესზე დავასრულეთ მტკიცებულებების გამოკვლევა, ჩვენ პროცესების მანძილზე გამოვიკვლიეთ არაერთი დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, საბანკო ამონაწერები და ელექტრონული მტკიცებულებები. მიგვაჩნია, რომ ეს მტკიცებულები ადასტურებენ წარმოდგენილი ბრალდებულების ბრალეულობას. არანაირ დაჩქარებას და ფორსირებას ადგილი არ აქვს, პროცესები მიმდინარეობს წინასწარ გაწერილი გრაფიკით, რომელიც შეთანხმებულია ორივე მხარესთან და არცერთი პროცესი არ ჩანიშნულა მათთან შეთანხმების გარეშე. მოწმის მოხსნის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო მისი შეუფერებელი ქცევიდან გამომდინარე“, - აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი ვატო წერეთლის სასამართლოდან გაძევების გამო გადაიდო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო