ნიკა მელია ირაკლი კობახიძეზე - იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ, გამოდიან და ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ, შავზე თეთრს ამბობენ

ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს იმას, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, როგორც არის მიჩვეული. როგორც აქედან დატოვა ეს სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ევროკავშირის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

მელიას განცხადებით, მთელმა საქართველომ და საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, რომ უკანონოდ უსმენენ, თუმცა იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ.

,,პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, ის არის სამსახურში ერთი მდიდარი ადამიანის. მთელი საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში არის, რომ არ დატოვეს არცერთი ადამიანი, ვისაც არ უსმენენ უკანონოდ, არ უთვალთვალებენ და არ აშანტაჟებენ. იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ ეს ადამიანები გამოდიან და ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ, შავზე თეთრს ამბობენ თითქოს ქვეყანა დასავლური სივრციდან არ გადის, როდესაც არ დაიტოვეს არცერთი პარტნიორი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა