ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს - გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები?! შენ ხარ უსინდისო!

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს უნამუსო და უსინდისო უწოდა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძე 2 ოქტომბერს შესაბამის პასუხს მიიღებს.

„გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო! 2 ოქტომბერს შესაბამის პასუხს მიიღებ. უნამუსო ბავშვო! ნაძირალა! მოდი, აქ! ძმრად გადენთ, ბიჭო! შენ ამ ქვეყნის მტერი ხარ, ბიძინა ივანიშვილის მონა ხარ, მაიმუნო, მოდი აქ, რისი თავი გაქვს“, - მიმართა მელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა.კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს.

როდესაც ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრაზე მისულმა ნიკა მელიამ და ირაკლი კობახიძე დმანისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. კობახიძემ მელიას მიმართა: "ნუ აწყობ პროვოკაციას".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა