ირაკლი კობახიძე - არც მიშელის დოკუმენტი და არც რამდენიმე ტელევიიზის მიერ გამოგდებული ჩანაწერები ელჩებთან შეხვედრაზე განხილვის თემა არ ყოფილა

ისევე როგორც სხვა პარტიის წარმომადგენლებს, ჩვენ თავიდანვე გვითხრეს, რომ ამ შემთხვევაში შეხვედრის დეტალებზე გარეთ არ ვისაუბრებდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის წესი, რომელზეც ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ.

„ზოგადად, ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა და ინფორმაცია წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, ხოლო მათი მხრიდან 3-4 კითხვა დაისვა. საქმე ეხებოდა მხოლოდ საარჩევნო გარემოს და მსგავს საკითხებს. რაც შეეხება ჩანაწერების თემას, ასეთ საკითხებზე, ბუნებრივია, საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ის ასევე შეეხო ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შესახებ გუშინ გაკეთებულ საკუთარ კომენტარს, რომ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო. ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოში დიპლომატებსაც უსმენენ. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.

„რაც შეეხება ჩემ შეფასებას, რა განცხადებებსაც ვაკეთებ ხოლმე, იმის ერთგული ვრჩები. დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ საარჩევნო საკითხები განვიხილეთ. არც მიშელის დოკუმენტი და არც რამდენიმე ტელევიიზის მიერ გამოგდებული ჩანაწერები ამ შეხვედრაზე განხილვის თემა არ ყოფილა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს