ირაკლი კობახიძე - მთელ რადიკალურ ოპოზიციას შემიძლია დავპირდე, რომ 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ეს არის ჩემი პირობა

თბილისში კახა კალაძე დამაჯერებად იგებს ამ არჩევნებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან განაცხადა, სადაც ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებზე ორჯერ მეტ ხმას აიღებს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკანორ მელია.

„ერთი რამ მარტივად შეიძლება ითქვას თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ შეგიძლიათ იგივე კითხვა დამისვათ 3 ოქტომბერს - კახა კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას მინიმუმ, ვიდრე ნიკანორ მელია. რაც შეეხება გახარიას, ის აიღებს მინიმუმ ორჯერ ნაკლებ ხმას, ვიდრე მელია. ეს არის მარტივი პროგნოზი. 3 ოქტომბერს შეგვიძლია ამ საკითხს დავუბრუნდეთ. ჩვენი რეიტინგი რამდენია იცით? თბილისის რეიტინგი ნახეთ დღეს? თბილისში კახა კალაძე დამაჯერებად იგებს ამ არჩევნებს.

რაც შეეხება პარტიას, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა თბილისში და ქვეყნის მასშტაბითაც ძალიან მაღალია ეს მხარდაჭერა. თბილისში დაფიქსირდა 50,9%, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში, თბილისში გვქონდა 41.2%. ეს პირველ რიგში იმის დამსახურებაა, რომ საზოგადოებას ვესაუბრებით პროგრამით და იმ საკითხებზე, რაც საზოგადებას აწუხებს მაშინ, როდესაც ოპოზოცია გაუგებარი რიტორიკით არის დაკავებული“,-განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნებია მოსალოდნელი, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ეს გამორიცხულია.

„მთელ რადიკალურ ოპოზიციას შემიძლია დავპირდე, რომ 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ჩემი პირობა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ. რაც შეეხება საარჩევნო შედეგს, არასდროს ისეთი თავდაჯერებული არ ვყოფილვართ შედეგის კუთხით, როგორც დღეს ვართ“, - განაცხადა კობახიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა