ლერი ბარნაბიშვილი - პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში, გურიასა და აჭარაში მოსახლეობისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს მთავრობა აანაზღაურებს

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ სესიაშვილთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში იმყოფებოდა, სადაც გასულ თვეს სტიქიამ მოსახლეობის სახლები დააზიანა.

ლერი ბარნაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება პირადად გააცნო. საქართველოს მთავრობის 22 სექტემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ყვარლის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 1 მილიონი ლარი, რომელიც 26 აგვისტოს ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გავაზში, შაქრიანში, კუჭატანში, გრემსა და შილდაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ასი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოხმარდება.

„მოგეხსენებათ გასულ თვეს კახეთში მომხდარმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დააზარალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის დამატებით ერთი მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც დაზიანებული სახლების აღდგენას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ სტიქიისთვის აქამდე საქართველოს მთავრობამ მილიონ ნახევარი ლარი უკვე გამოყო დღეს კი დამატებით თანხის მობილიზება მოხდა“, -განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აჭარის და გურიის რეგიონში მომხდარ სტიქიასაც გამოეხმაურა. ლერი ბარნაბიშვილის თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პრემიერის გადაწყვეტილებით კი დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოს მთავრობა დაეხმარება, მოხდება ყველა იმ დაზიანებული სახლის აღგენა, რომელსაც სტიქიამ მიაყენა ზიანი.

„მინდა გამოვეხმაურო გურიაში და აჭარაში განვითარებულ მოვლენებს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ადგილობრივმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო სამუშაოები, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია და მათი აღდგენითი სამუშაოები დაფინასდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა, მათ ექნებათ მაქსიმალური გვერდში დგომა მთავრობის მხრიდან,“- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა