ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, სადაც ნიკა მელია და ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებთან შეხვედრას მართავენ, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები შეიკრიბნენ

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, სადაც ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებთან შეხვედრას მართავენ, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები შეიკრიბნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვიტალი ონიანმა განაცხადა, ახალგაზრდები ნიკა მელიას ეტყვიან, რომ ის არის ქვეყნის მოღალატე.

„ჩვენგან არანაირი აგრესია არ იქნება, მაგრამ ნიკა მელიას ახალგაზრდები ვეტყვით ჩვენს სათქმელს, პროტესტის მშვიდობიანი გზით", - განაცხადა ონიანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს.

როდესაც ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრაზე მისულმა ნიკა მელიამ და ირაკლი კობახიძე დმანსში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო