გია ვოლსკი - ოპოზიციის მხრიდან ანაკლიისა და „ნამახვანჰესის“ პროექტებს შორის პარალელის გავლება სპეკულაციაა

ოპოზიციის მხრიდან ანაკლიისა და „ნამახვანჰესის“ პროექტებს შორის პარალელის გავლება სპეკულაციაა - თუ ანაკლიის პროექტთან მიმართებაში რაიმე საყვედურის თქმა შეიძლება, ეს ის ხარჯებია, რაც სახელმწიფომ გაიღო, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, კომპანია „ენკა"-სთან დაკავშირებით დეტალურად განსახილველია ნიუანსები, რასაც შეიძლება საქართველოსთვის ზარალი მოეტანა.

როგორც ვოლსკი აცხადებს, თუ განხილვა არამიკერძოებულ, საერთაშორისო არბიტრაჟის დონეზე მოხდება, საქართველოს საკმაოდ მყარი პოზიცია გააჩნია, დაიცვას საკუთარი თავი, მოსახლეობა და ბიუჯეტი.

„ფაქტია, რომ საქართველო დამოუკიდებელი ენერგეტიკული რესურსის გარეშე ფონს ვერ გავა. ქვეყანა მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. სტრატეგიული ენერგო ობიექტები "ნაცმოძრაობამ" რუსეთს გადასცა. "ნამახვანჰესი" იქნება თუ ნებისმიერი სხვა ჰესი, მათი მშენებლობა საქართველოს კეთილი ხვალინდელი დღისთვის აუცილებელია. არის დეტალები, რაზეც ვერ შეთანხმდნენ. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს პროექტი ამ სახით ვერ განხორციელდებოდა. როგორც ვიცით, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები გარკვეული ცვლილებების შეტანის თაობაზე, თუ რა მოხდა, ამაზე ცალმხრივია პოზიცია, რომელსაც კომპანია "ენკა" გამოხატავს. მეორეს მხრივ, გავითვალისწინოთ ჩვენი ეკონომიკის სამინისტროს განცხადება - მუდმივად ნუ ვცდილობთ, რომ ქართული მხარე გამტყუნდეს. თუ პროექტის გარკვეული მონაკვეთები საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია, ამაზე არანაკლები პასუხისმგებლობა მთავრობას ეკუთვნის. ამ პასუხისმგებლობის თაობაზე მეტი განმარტებები გვჭირდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. კომპანია ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად საკონტრაქტო პირობების დარღვევასა და დიდი ხნის ფორსმაჟორულ სიტუაციას ასახელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო