ბაჩო დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან არ არის სამართალდამცველების საკმარისი რაოდენობა, რომ მათ დაიცვან სიმშვიდე და ნიკა მელიას უსაფრთხოება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან არ არის სამართალდამცველების საკმარისი მობილიზება იმისთვის, რომ მათ დაიცვან სიმშვიდე და პარტიის ლიდერის ნიკა მელიას უსაფრთხოება. ბაჩო დოლიძის განმარტებით, თუ საჭირო გახდება, ადგილზე მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მობილიზება.

„პოლიცია არის მობილიზებული მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონდეს. ერთი რამე რაც პრეცედენტულია და ყველაზე სახიფათო რაც არის, ვერ ვხედავ საკმარისი რაოდენობის სამართალდამცველ ორგანოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სიმშვიდეს და სიწყნარეს. ეს არის რეალურად პრობლემა. როცა ვერ ვხედავთ ჩვენ საკმარისად ამ ხალხს, ე.ი. არსებობს რაღაც გეგმა, ანუ შეგნებულად არ აკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით რა სწრაფად შეუძლიათ ამათ მობილიზება როცა სჭირდებათ. ნიკა მელია უნდა გამოვიდეს უსაფრთხოდ და ეს უნდა უზრუნველყონ სამართალდამცველებმა. ვხედავ პატრულის რაოდენობას და ვხედავ იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც შეიძლება იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მე ვერ ვხედავ, რომ სამართალდამცველები მოახერხებენ სიმშვიდის უზრუნველყოფას“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთმანეთს ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ. ისინი ნიკა მელიასთვის პერფორმანსის გამართვას გეგმავენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წარმომადგენლობაში მთაწმინდის პოლიციის უფროსი გოგა მემანიშვილი მივიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა