ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მივიდნენ - ტერიტორია უკვე დატოვეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ზვიად კუპრავა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა აქტივისტები მივიდნენ.

როგორც კუპრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი იმყოფება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ზონდერებმა“ აქცია მოუწყვეს და „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები ევროკავშირის ოფისის ტერიტორიაზე ამიტომ მობილიზდნენ.

კუპრავას განცხადებით, მას შემდეგ დაიშლებიან, რაც ნიკა მელია ტერიტორიას დატოვებს და „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაიშლებიან.

პარალელურად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ვატო ონიანმა აღნიშნა, რომ ითვალისწინებენ მხარდამჭერებისადმი ირაკლი კობახიძის მოწოდებას, რომ „მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ პროვოკაციას“ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიებს ტოვებენ.

ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა.

კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს, მათ შორის ერთმანეთს "მონა" და "ნაძირალა" ეძახეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს