ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მომხდარზე - ეს არის „ნაცმოძრაობის” მუდმივი პროვოკაციებისა და ყაჩაღური საქციელის ნათელი დემონსტრირება

გასაკვირი არაა, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ასე იქცევა, უფრო დაბალი რანგის წევრები მას ბაძავენ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება.

სამხარაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო აღნიშნულს დაგმობენ.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი პროვოკაციებისა და ყაჩაღური საქციელის ნათელი დემონსტრირება. გასაკვირი არაა, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ასე იქცევა, უფრო დაბალი რანგის წევრები მას ბაძავენ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და აშშ-ის საელჩო მკაცრად დაგმობენ ამას თავიანთ განცხადებებში“, - წერს სამხარაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა