ბაჩო დოლიძე - ელჩის თხოვნით, ნიკა მელია და მისი მეგობრები რჩებიან შენობაში იქამდე, ვიდრე შსს არ დაუდასტურებს საელჩოს, რომ ტერიტორიის დატოვება იქნება უსაფრთხო ყველასთვის

შეხვედრა დასრულდა და შესაბამისად, ელჩის თხოვნით, შეხვედრის მონაწილეები, ნიკა მელია და მისი მეგობრები რჩებიან შენობაში იქამდე, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუდასტურებს საელჩოს, რომ აღნიშნული ტერიტორიის დატოვება იქნება უსაფრთხო ყველასთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას ევროკავშირის ელჩმა სთხოვა, რომ სანამ შსს-სგან არ მიიღებენ დასტურს, არ დატოვოს შენობა.

„საელჩო ელოდება დასტურს, რომ აღნიშნული ტერიტორიის დატოვება იქნება უსაფრთხო და მას შემდეგ მოხდება უკვე დელეგაციის გამოსვლა. საელჩოს წარმომადგენელმა სთხოვა ნიკას და მის მეგობრებს იქამდე, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და იქამდე სანამ წერილობით არ მიიღებენ ამის დასტურს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისინი რჩებიან შენობაში. შეხვედრა დასრულდა და შესაბამისად, ელჩის თხოვნით შეხვედრის მონაწილეები რჩებიან შენობაში იქამდე, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუდასტურებს საელჩოს, რომ აღნიშნული ტერიტორიის დატოვება იქნება უსაფრთხო ყველასთვის", - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს