პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ვ.ზ.-მ დამამძიმებელ გარემოებაში ზ.ს.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. პროკურორებმა სასამართლო პროცესზე რამდენიმე ათეული მოწმე დაკითხეს, გამოიკვლიეს ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები. მოწმეთა ჩვენებებით, ბალისტიკური, სამედიცინო, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომელმა ვ.ზ.-მ, წვეულების შემდეგ, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ზ.ს.-ს მოკვლა განიზრახა. მან ცეცხლსასროლი იარაღიდან მსხვერპლის მიმართ ზედიზედ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ზ.ს. მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ვ.ზ. იმავე დღეს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ვ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა