კახა ქემოკლიძე - პოლიტიკური პროცესი მსგავსი ცირკითა და მასკარადით 2 ოქტომბერს, ცვლილების არჩევნებზე უნდა დასრულდეს

ქართული პოლიტიკური პროცესი მსგავსი ცირკით და მასკარადით 2 ოქტომბერს, ცვლილების არჩევნებზე უნდა დასრულდეს - ევროკავშირთან რომ მსგავსი ტიპის რაღაცები ხდება, მიუღებელია, - ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს.

ქემოკლიძის თქმით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია მიუღებელია, რადგან "პოლიტიკოსები პოლიტიკით უნდა დაკავდნენ და არა პროვოკაციებით, რაც აბსოლუტურად ყველას ეხება".

ქემოკლიძის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო მძიმეა და ამის ნათელი დადასტურება იყო ის, რაც მოხდა ქვემო ქართლსა და რუსთავში.

„ზოგადად, მთელი ამ თვეებისა და კვირების განმავლობაში, ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან ძალიან ბევრ ადამიანზე ძალიან დიდი წნეხი ხორციელდებოდა. ადამიანები, რომლებიც ხელს გვართმევდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიქნებით ღირსეული კანდიდატები კონკრეტულ მიმართულებებზე, ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ბოდიში, ჩემი ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, აი, აქედან გამოაგდეს, დაემუქრნენ, კონკრეტულ კერძო კომპანიაში შევიდნენ იმ მიზნით, რომ ეს ადამიანები რეალურად დაეტერორებინათ. ეს ყველაფერი გვახსოვს, როდის ხორციელდებოდა და რომ არ მოხდეს ეს ყველაფერი, უნდა მოვახდინოთ ცვლილება“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

მან ისაუბრა ოპოზიციის ნაწილისა და ელჩების შეხვედრაზე.

მისი თქმით, ისაუბრეს ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალზე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდში იცოდნენ ელჩებმა.

„ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ზურუნავენ და ფიქრობენ საქართველოზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ძალიან ობიექტურად დააკვირდებიან, როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ისე არჩევნების დღეს“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შიდა კვლევას, ქემოკლიძის შეფასებით, ეს არ არის კვლევა, ეს არის კვლევების შეურაცხყოფა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს