დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2021 წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულა შაჰიდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა აბდულა შაჰიდს მიულოცა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა.

„შეხვედრაზე განხილული იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის დღის წესრიგი. დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს გააცნო საქართველოს პრიორიტეტები გენერალური ასამბლეის 76-ე სესიასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და გაერო-ს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატში აქტიური თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო