მიხეილ სარჯველაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ღია პარლამენტის 2021-2922 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

შეხვედრაზე მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კომიტეტი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობს. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან გარკვეული მიმართულებებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების გატარების საჭიროება გამოიკვეთა.

„ჩამოვყალიბდით ტექსტის რედაქციაზე. ამ ტექსტით მოხდება პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ინიცირება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა