COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესი დასრულდა - ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი აცრილია.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციის თანამშრომლები AstraZeneca-ს, Pfizer-ის, Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებით არიან აცრილები.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს, „ავიცრათ და ერთად დავამარცხოთ პანდემია!“