დმანისში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

დმანისში „ნაციონალური მოძრაობის“ 2 მხარდამჭერის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას

საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებულმა დანის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით, ორ პირს ჭრილობები მიაყენა.

“პროკურატურამ დმანისის რაიონში მომხდარი ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარი ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დ.დ-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 სექტემბერს, დმანისის რაიონის სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დ.დ.-მ დანის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით, მ.ო-ს და შ.ს.-ს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღეს.

სამართალდამცველებმა დ.დ. 2021 წლის 22 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბოლნისის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო