დავით ბაქრაძე - ქვეყანაში ჯგუფური ანგარიშსწორების კლიმატია - პასუხისმგებლობის ლომის წილი ყოველთვის ხელისუფლებაზეა

ქვეყანაში ჯგუფური ანგარიშსწორების კლიმატია, - ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

როგორც დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ოპოზიციასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

„მე არასდროს გავქცეულვარ ამ პასუხისმგებლობისგან და დღესაც ვამბობ, დიახ, ოპოზიციასაც აქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, მაგრამ პასუხისმგებლობის ლომის წილი არის ყოველთვის ხელისუფლებაზე. ამას ვამბობდი მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით და როდესაც არასწორ ნაბიჯებს ვდგამდით. მაშინაც ვამბობდი, რომ ხელისუფლება ვართ და ხელისუფლებაზეა პასუხისმგებლობა და ამას ვამბობ დღესაც, როდესაც ოპოზიციაში ვარ. ხელისუფლებას გააჩნია ძალა, ბერკეტი და საშუალებაც იმისა, რომ ქვეყანაში შექმნას ფონი, კლიმატი, შექმნას დასჯის ან დაუსჯელობის ატმოსფერო და ამით ან წაახალისოს ან აღკვეთოს ძალადობა.

ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, იმ კამათზე თუ ჩხუბზე მეტად სიმპტომურად საშიში იყო მეორე ნაწილი, როდესაც იქ მოგროვდნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები. ანუ, ქვეყანაში ჯგუფური ანგარიშსწორების კლიმატია. ვიღაც არ მოგწონს, ან თუნდაც შენი გადმოსახედიდან ცუდად მოიქცა არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ფიზიკურად ანგარიშს უსწორებენ განსხვავებულ ადამიანებს, ეს არის პრობლემა. დღეს, „ქართულ ოცნებას“ მადლობა ღმერთს, ეყო გონიერება იმის გამო, რომ ევროკავშირის საელჩოს წინ ხდებოდა, ევროკავშირის ელჩი იყო პირადად ჩართული და სხვა ელჩებიც ესწრებოდნენ, ეს ადამიანები უკან წაიყვანა, მაგრამ აი, ეს ჯგუფები ქმნის ძალადობას. დმანისის ინციდენტი ასეთი ადამიანების ჯგუფი იყო. იმის გამო, რომ ხელისუფლებას წარმოადგენენ, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, თუნდაც არ მოგწონდეს, არასწორად მიგაჩნდეს, არასწორად იქცევა, ეს არ გაძლევს უფლებას ჯგუფი შეკრიბო, წახვიდე, თავ-პირი დაამტვრიო და დაჭრა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო:“ქვეყანაში ჯგუფური ანგარიშსწორების კლიმატია - პასუხისმგებლობის ლომის წილი ყოველთვის ხელისუფლებაზეა“ - დავით ბაქრაძე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს