კახა კალაძე ნასაგურის დაზარალებულ მცხოვრებლებს მაქსიმალურ დახმარებას ჰპირდება

სამგორის რაიონში, სოფელ ნასაგურში, ძლიერი წვიმის გამო დაზიანებული სახლების მესაკუთრეებს გამგეობა უკვე ეხმარება , - ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში განაცხადა.

მისი თქმით, შვიდი სახლი დაზიანდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ხუთი სახლი, თუმცა მთავარია, რომ უსაფრთხოდაა ამ სახლებში მცხოვრები ყველა მოქალაქე.

„ვპირდებით, მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დავეხმარებით და არ დავტოვებთ გასაჭირის პირისპირ. მაქსიმალური თანადგომა იქნება, ხოლო სახლები იქნება აღდგენილი და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნასაგურში სტიქიის შედეგად, ხეებისგან ჩახერგილი ცენტრალური გზა უკვე გაწმენდილია. წაქცეული და დაზიანებულია გარე განათების სადენები და ბოძები. სოფელს ამ ეტაპზე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

სამგორის რაიონის გამგეობამ დაზარალებულ ოჯახებს შესთავაზა დროებით სასტუმროებში განთავსება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო