დავით ზალკალიანი - საბერძნეთისა და საქართველოს პრემიერების შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს

საბერძნეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მკაფიო მხარდამჭერი, როგორც ორმხრივი მიმართულებით, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

მისივე თქმით, შეხვედრისას პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და ის შესაძლებლობები, რომლებიც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებობს.

„რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს. ასევე საუბარი იყო მომავალ პერსპექტივებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს საბერძნეთის მხრიდან, კერძოდ მხედველობაში მაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და გაძლიერება. პოტენციალი და ინტერესი მართლაც ძალიან დიდია. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, რომელიც ტრადიციულად არსებობდა და არსებობს საქართველოსა და საბერძნეთს შორის. იყო ძალიან თბილი, მეგობრული და უშუალო შეხვედრა. ჩვენ უახლოეს პერიოდში ველით მაღალი დონის ვიზიტებს როგორც საბერძნეთიდან საქართველოში, ისე საქართველოდან საბერძნეთში. კიდევ ერთხელ ერთხმად აღინიშნა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთმანეთის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ფორმატში და საბერძნეთი კვლავინდებურად იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ძალიან სერიოზული მხარდამჭერი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა