ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ეს ყმაწვილი გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით და სიძულვილის ენით - მას ეს როლი არგუნეს და ამ როლს ასრულებს

არ მიკვირს კობახიძის მსგავსი სახე და ქცევა, სხვა დროსაც მინახავს, უბრალოდ ახლა ვერ აცნობიერებს, რა ვითარებაა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა და პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მმართველ გუნდს აქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არჩევნების წინაპერიოდი მშვიდობიანი იყოს.

„იმაზე, რომ არჩევნების წინა პერიოდი იყოს მშვიდობიანი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. გუშინდელი ფაქტი აჩვენებს იმას, რომ ეს პასუხისმგებლობა თავად სახელისუფლებო პარტიას არ აქვს. მათ ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელს შეუძლია მისცეს თავის თავს უფლება. ყველას მოეთხოვება საზოგადოების პატივისცემა, მაგრამ სხვა ხარისხის პასუხისმგებლობაა, როდესაც სახელისუფლებო პარტია და მისი თავმჯდომარე ხარ“, - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ “კობახიძის განცხადებით, ჟურნალისტები აწვებოდნენ და ინციდენტის გამწვავებას ცდილობდნენ”. ბესელიას თქმით, “ეს ყმაწვილი გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული აგრესიულობით და სიძულვილის ენით”.

“მას ეს როლი არგუნეს და ამ როლს ასრულებს. შეასრულოს. რას მიიღებს ბოლოს, გამოჩნდება”,- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება გუშინ, ევროკავშირის ოფისთან მოხდა. კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს, მათ შორის ერთმანეთს „მონა" და „ნაძირალა" ეძახეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა