ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის რეანიმაციაში 21 პაციენტი წევს, აქედან 3 მძიმე პაციენტია

რეანიმაციაში 21 პაციენტი წევს, აქედან 3 მძიმე პაციენტია - ბავშვების ავადობა შედარებით შემცირებულია, ვიდრე აქამდე იყო“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, იმ ბავშვებში, სადაც კორონავირუსული ინფექცია მსუბუქად და საშუალოდ მიმდინარეობს, ხშირად 5-6 დღეში ეწერებიან კლინიკიდან.

„ ამჟამად კლინიკაში 100-ზე მეტი პაციენტია, ბავშვები მშობლებთან ერთად არიან მოთავსებულები. რეანიმაციაში 21 პაციენტი წევს, აქედან, 3 მძიმე პაციენტია. ერთ-ერთი მათგანი ჩვილია, რომელიც სამ კვირაზე მეტია მართვით სუნთქვაზეა. ჩვილი, სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. პაციენტს ბევრი თანმხლები დაავადება აქვს, გარდა იმისა, რომ კორონავირუსული ინფექცია აქვს. მეორე ქუთაისიდან გადმოყვანილი ბავშვია, რომელიც 15 წლის არის და ასევე მმართვით სუნთქვაზეა. ერთი პერიოდი მოიხსნა, მაგრამ თანმხლები დაავადება, ეპილეფსია აქვს, კვლავ გადასაყვანი გახდა მართვით სუნთქვაზე. მცდელობა გვაქვს და იმედია, რომ მალე მოიხსნება აპარატიდან.

სამწუხაროდ, მესამე ბავშვი 4 წელია, რაც კომატოზურ მდგომარეობაშია. სხვა კლინიკაში მკურნალობდა მმართვით სუნთქვაზე იყო, იქ დაემართა კორონავირუსული ინფექცია, ამის გამო გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში.

გარდა ამისა, რეანიმაციაში წვანან ბავშვები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ. სწორედ ამ თანმხლებ დაავადებებთან ერთად კორონავირუსული ინფექცია უფრო მძიმედ მიმდინარეობს და ეს ბავშვები რეანიმაციაში მკურნალობას საჭიროებენ.

სხვა განყოფილებაში მწოლიარე ბავშვები მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობით, ხშირად საშუალოდ 5-6 დღეში ეწერებიან კლინიკიდან. ბოლო 2 კვირაა შემოსვლა გაცილებით შემცირებულია. მოგეხსენებათ, ავადობის საერთო რაოდენობამ იკლო. ბავშვების ავადობაც შედარებით შემცირებულია, ვიდრე აქამდე იყო“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

იხილეთ ვიდეო: ციციშვილის სახელობის ბავშთა კლინიკაში 3 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს